George’s Culinary

George’s Culinary Kontaktinformation, kartor och vägbeskrivningar, kontaktformulär, öppettider, tjänster, betyg, foton, videor och meddelanden från George’s Culinary, Bageri, Stockholm.

მარწყვის ტორტი 🍓🍓🍓🍓🍓რეცეპტი იხილეთ ქვედა პოსტის სახით🍓🍓
01/06/2026

მარწყვის ტორტი 🍓🍓🍓🍓🍓

რეცეპტი იხილეთ ქვედა პოსტის სახით🍓🍓

პიტნის და მარწყვის გატო 🌱🍓🌱🍓⸻📝ინგრედიენტები:📍შაქარი – 225 გრ📍პიტნის ფოთოლი – 18 ც📍ლიმონის ცედრა – 1 ც 🍋📍კარაქი – 165 გრ📍...
27/05/2026

პიტნის და მარწყვის გატო 🌱🍓🌱🍓


📝ინგრედიენტები:

📍შაქარი – 225 გრ
📍პიტნის ფოთოლი – 18 ც
📍ლიმონის ცედრა – 1 ც 🍋
📍კარაქი – 165 გრ
📍გამაფხვიერებელი – 7 გრ
📍მარილი
📍 კვერცხი – 3 ც
📍ფქვილი – 180 გრ

✏️მომზადების ტექნოლოგია:

📌შაქარი, ლიმონის ცედრა და პიტნის ფოთლები დააბლენდერეთ ფერის შეცვლამდე
📌დარბილებული კარაქი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი გადაურეთ ფოთლის საცმით
📌 მასაში ეტაპობრივად გადაიურეთ კვერცხი
📌 დაბალი სიჩქარით შეურიეთ ფქვილი
📌მიღებული ცომი (650 გრ) გადაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 175°-ზე, ზედა-ქვედა წვით, დაახლოებით 25-35 წუთის განმავლობაში

📝კრემ-ყველის კრემი

✏️ინგრედიენტები:

📍კრემ-ყველი – 150 გ
📍შაქრის პუდრა – 50 გ
📍ნაღები – 70 გ

📌მომზადების ტექნოლოგია:

📌გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი ბურთის სათქვეფით
📌მიღებული მასა გადაიტანეთ დასაკრემ ტომარაში, გამოიყენეთ სასურველი მილაკი გატოს ზედაპირის მოსართავად

📍გააფორმეთ მარწყვით სურვილისამებ და მიირთვით გემრიელად 😍🍓🍋🌱

მარწყვის ტორტი 🍰🍓📝კლასიკური ბისკვიტის ინგრედიენტები: 📍კვერცხი - 5 ცალი (კატეგორია I)📍შაქარი -180 გრამი📍მწიკვი მარილი📍ფქვ...
22/05/2026

მარწყვის ტორტი 🍰🍓

📝კლასიკური ბისკვიტის ინგრედიენტები:


📍კვერცხი - 5 ცალი (კატეგორია I)
📍შაქარი -180 გრამი
📍მწიკვი მარილი
📍ფქვილი - 200 გ
📍გამაფხვიერებელი - 8 გრამი
📍ვანილი - 2 გრამი
📍ზეთი - 35 მლ

✏️მომზადების წესი :

📌კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი ათქვიფეთ მიქსერით, მასის გათეთრებამდე და გასამმაგებამდე
📌კვერცხის მასას ორჯერადად დაუმატეთ გაცრილი ფქვილისა და გამაფხვიერებელის მასა
📌ფრთხილად გადაურიეთ მარეზით
📌 ბოლოს დაუმატეთ ზეთი და კვლავ ფრთხილად გადაურიეთ
📌მასა გადაიტანეთ 20-21 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში
📌გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით 35-40 წუთი
📌ბისკვიტის მზაობა შეამოწმეთ ჩხირით
📌ღუმელი არ გამოაღოთ პირველი 20-25 წუთის განმავლობაში

📝კლასიკური საკონდიტრო კრემი

✏️ინგრედიენტები:

📍რძე- 500 მლ
📍შაქარი-150გრ
📍კვერცხის გული - 3 ცალი (კატეგორია 0)
📍სიმინდის სახამებელი- 30 გრ
📍ფქვილი- 30 გრ
📍ვანილი- 2 გრ
📍კარაქი- 120 გრ


📝მომზადების ტექნოლოგია:

📌გააცხელეთ რძე
📌შაქარი და კვერცხი გათქვიფეთ მსუბუქად
📌დაამატეთ გაცრილი ფქვილი და სიმინდის სახამებელი
📌დაასხით ცოტაოდენი ცხელი რძე, გადაურიეთ და მასა საცერით დააბრუნეთ ქვაბში
📌დაბალ ცეცხზე მუდმივი მორევით მოხარშეთ კრემი
📌ცხელ კრემში ჩაუშვით კარაქი
📌დაამატეთ ვანილი
📌დაგრინეთ კონტქტურად და გააცივეთ ბოლომდე
📌კრემი გამოყენებამდე გადათქვითეთ

📝 სანამი 🍓🍓🍓

📍მარწყვი - 200 გრამი
📍წყალი- 120 მლ
📍შაქარი - 120 გრამი
📍ლიმონის წვენი

📌დაჭრილ მარწყვს დააყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. გაციებულ მასას დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი

📝აწყობა:

📌გაციებული ბისკვიტი გაჭერით სამ ტოლ ნაწილად
📌თითოეული დანამეთ სანამით
📌დაკრემეთ
📌მოაყარეთ სასურველ ზომებად დაჭრილი მარწყვი🍓🍓🍓🍓
📌დაარეზერვეთ მაცივარში რამდენიმე საათი ან მთელი ღამე
📌მორთეთ სურვილისამებრ და მიირთვით გემრიელად 🍓🍰🍓🍰🍓🍰

ბრიოში 🥮
16/05/2026

ბრიოში 🥮

მადლენები 🐚📝ინგრედიენტები:📍კვერცხი- 2ც📍შაქარი-70 გრ📍ტრიმოლინი-35 გრ📍ფქვილი-100 გრ📍მარილი-0.001 გრ📍გამაფხვიერერბელი-4 გრ📍...
08/05/2026

მადლენები 🐚

📝ინგრედიენტები:

📍კვერცხი- 2ც
📍შაქარი-70 გრ
📍ტრიმოლინი-35 გრ
📍ფქვილი-100 გრ
📍მარილი-0.001 გრ
📍გამაფხვიერერბელი-4 გრ
📍გამდნარი კარაქი-90 გრ
📍კაკაო-10 გრ

📌კაკაოს გარეშე +10 გრამი ფქვილი


✏️მომზადების ტექნოლოგია:

ეტაპობრივად

📌კვერცხი და შაქარი გააერთიანეთ
📌დაამატეთ ტრიმოლინი
📌მშრალი აპარატი
📌გამდნარი კარაქი
📌ცომი დაარეზერვეთ მაცივარში 12 საათით
📌ჩაასხით ცომი შესაბამისი ფორმის საცხობ სილიკონში ან მეტალში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 10-15 წთ, ზედა- ქვედა წვით

📍სურვილისამებრ, ცომში შეგიძლიათ დაამატოთ დაცეხვილი ნიგოზი.
ასევე, ორთქლზე გაადნოთ შოკოლადი, ჩაასხათ საცხობ ფორმაში და დაალაგოთ გამომცხვარი/გაციებული მადლენები შოკოლადის სრულ გაყინვამდე.

გემრიელად მიირთვით 🥰

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ 🐣
13/04/2026

ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ 🐣

გილოცავთ შობა-ახალ წელს🥰
01/01/2026

გილოცავთ შობა-ახალ წელს🥰

ალუბლის ჩიზქეიქი 🍒🍒📝ინგრედიენტები : 📍კრემყველი - 500 გ.📍არაჟანი - 300 გ.📍ნაღები 35% - 150 გ. 📍კვერცხი - 3 ც. 📍შაქარი ან ...
21/10/2025

ალუბლის ჩიზქეიქი 🍒🍒

📝ინგრედიენტები :

📍კრემყველი - 500 გ.
📍არაჟანი - 300 გ.
📍ნაღები 35% - 150 გ.
📍კვერცხი - 3 ც.
📍შაქარი ან შაქრის პუდრა - 150 გ.
📍სიმინდის სახამებელი - 30 გ.
📍ვანილი - 1 ც.
📍ლიმონის ცედრა

📍ორცხობილა - 300 გ.
📍კარაქი - 130 გ.

📍ალუბალი - 300 გ.
📍შაქარი - 100 გ.
📍სიმინდის სახამებელი - 20 გ.
📍წყალი - 40 მლ.

✏️მომზადების წესი:

📝დააბლენდერეთ ორცხობილა, გადაურიეთ გამდნარი კარაქი. პერგამენტ ჩაფენილ საცხობ ფორმაში (20 სმ) გადაასწორეთ, ამოიყვანეთ გვერდები და მოათავსეთ საყინულეში 15 წუთი.

გულსართის ყველა ინგრედიენტი გააერთიანეთ მიქსერის გარეშე. მიღებული მასა ჩაასხით ორცხობილაში და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 120 გრადუსზე, 1 საათი.

📌პ.ს. გვერდები ოდნავ უნდა შეუმაგრდეს, შუაგული კი, თანთალებდეს.

📌ღუმელშივე გააციეთ და დააყოვნეთ მაცივარში მინიმუმ 6 საათი ან მთელი ღამე.

📝ალუბლის კონფი

✏️ალუბალს დააყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. დაასხით წყალში გახსნილი სახამებელი და კარგად მოშუშეთ შესქელებამდე. ბოლოს დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.

📌კარგად გააგრილეთ და გადაანაწილეთ ჩიზქეიქის ზედაპირზე.

მიირთვით გემრიელად🥰

ფუნთუშები 😋😋📌რეცეპტი იხილეთ ქვედა პოსტის სახით
19/10/2025

ფუნთუშები 😋😋

📌რეცეპტი იხილეთ ქვედა პოსტის სახით

18/10/2025

ფუნთუშები

📝ინგრედიენტები:

📍ფქვილი - 800 გ.
📍კვერცხი - 2 ცალი
📍შაქარი - 200 გ.
📍კარაქი - 100 გ.
📍რძე - 400 მლ.
📍საფუარი - 1/2 ჩ/კ
📍მარილი - ნახ. ჩ/კ
📍ვანილი - 1 ც.
📍ზეთი - 20 მლ.

✏️მომზადების წესი:

📌თბილ რძეში გახსენით საფუარი და დააყოვნეთ.
მიქსერით გათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ მარილი და ვანილი.
მასას დაუმატეთ საფუარიანი რძე, შემდეგ გამდნარი კარაქი და გადაურიეთ. ბოლოს დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
ცომი გადაზილეთ ზეთით, შეფუთეთ თბილად და დააყოვნეთ ამოფუებამდე.
ამოფუებული ცომი ჩაზილეთ, გააკეთეთ პატარა გუნდები, დაალაგეთ პერგამენტ დაფენილ ჟარონაზე ერთმანეთისგან დაცილებით და კვლავ დააყოვნეთ მინიმუმ ნახევარი საათი.

📌გუნდებს თავებზე გადაუსვით კვერცხის გულისა და ნაღების მასა, სურვილისამებრ მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა ქვედა წვით, 180 გრაფუსზე ნახევარი საათი.

მიირთვით გემრიელად 😊

Adress

Stockholm

Aviseringar

Var den första att veta och låt oss skicka ett mail när George’s Culinary postar nyheter och kampanjer. Din e-postadress kommer inte att användas för något annat ändamål, och du kan när som helst avbryta prenumerationen.

Dela

Typ