16/07/2026
❤️ ბოლო დღეებში უამრავი მხარდამჭერი შეტყობინება მივიღეთ.
სიმართლე რომ გითხრათ, თითოეულმა თქვენმა სიტყვამ დიდი ძალა და იმედი მოგვცა.
სტიქიამ დროებით შეგვაჩერა, მაგრამ ვერ წაგვართვა ყველაზე მთავარი, თქვენი სიყვარული და ნდობა.
სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე ისევ დაგხვდეთ თქვენთვის საყვარელი გემოებით, თბილი გარემოთი და იმავე სიყვარულით, რომლითაც ყოველთვის გმასპინძლობდით.
გულწრფელი მადლობა თითოეულ თქვენგანს კეთილი სურვილებისთვის, მხარდაჭერისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენს გვერდით ხართ.
თქვენ მხოლოდ ჩვენი მომხმარებლები არ ხართ — თქვენ ჩვენი დიდი ოჯახი ხართ. ❤️
შეხვედრამდე ძალიან მალე!
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით! უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე. 💪🙏