15/08/2026
🎂 რას იტყვით, ხომ არ ვითამაშოთ? 😏🎁
გადავწყვიტე, ერთ-ერთ თქვენგანს ეს ახალი დიზაინის ოვალური ფორმის ტორტი ვაჩუქო! 💝🎂
თუ ჩვენს გვერდს ხშირად ადევნებთ თვალს, რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ 😉 ზოგი მარტივი იქნება, ზოგზე კი შეიძლება ცოტა დაფიქრებაც დაგჭირდეთ. 😄
აბა, რამდენად კარგად მიცნობთ მე და ჩემს საკონდიტროს? 👀
1️⃣ რამდენი წელია, რაც ჩვენი საკონდიტროს შესახებ იცით? და თუ გახსოვთ - დაახლოებით რამდენი წელია, რაც ვფუნქციონირებთ? 🧐
2️⃣ აბა, ვინ დაასახელებს ტორტის იმ თემატიკას, რომელზე მუშაობაც ყველაზე მეტად მიყვარს? 🎨🎂
(ერთ-ერთი მაინც დაასახელეთ)
3️⃣ ახლა პირიქით - რომელი თემატიკის ტორტების გაკეთება ყველაზე ნაკლებად მიყვარს, რადგან ჩემი აზრით, მათ ყოველთვის რაღაც აკლიათ - განსაკუთრებით მიმზიდველობა? 😄
4️⃣ რომელი დღესასწაულისთვის მომზადება მიყვარს ყველაზე მეტად? 🎄🎃🎅🏻
5️⃣ თუ გაიხსენებთ, რა ღონისძიებისთვის დამზადებული ტკბილეული იღებს ხოლმე ჩვენს გვერდზე ყველაზე მეტ კრიტიკას - ზოგჯერ ლანძღვასაც კი. 😅
მინიშნება: წელიწადში ერთხელაა და მალე გვიახლოვდება. 👀
6️⃣ ჩვენს გვერდზე განთავსებული ყველაზე უცნაური შინაარსის ტორტი რომელი გახსენდებათ? 😂🎂
7️⃣ გახსოვთ, ყველაზე დიდი ტორტი რა დიამეტრის გაგვიკეთებია? თუ ზუსტად არა - მიახლოებით მაინც გამოიცანით! 📏🎂
8️⃣ რომელი საბავშვო თემატიკის/პერსონაჟის გაფორმებით გვაქვს დამზადებული ყველაზე მეტი ტორტი? 🧸🎂
აბა, ბიჭებისთვისაც და გოგოებისთვისაც თანაბრად ყველაზე პოპულარული ჩვენი პატარა გმირი ვინ არის? 👀
9️⃣ ისეთ პერსონაჟს თუ დაასახელებთ, რომელზეც ტორტი არასოდეს დაგვიმზადებია? 😄
ვნახოთ, რამდენად კარგად გახსოვთ ჩვენი ნამუშევრები! 🔍
🔟 და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - რას ფიქრობთ ჩვენი ახალი, ოვალური ფორმის ტორტების შესახებ? 🎂✨
მოგწონთ ეს ფორმა? გეჩვენებათ უფრო საინტერესო და განსხვავებული, თუ კლასიკურ მრგვალ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას? 💭❤️
👇 დაწერეთ თქვენი სავარაუდო პასუხები კომენტარებში - ათივე კითხვაზე, რამდენსაც შეძლებთ!
⏰ ღამის 12 საათზე კომენტარებს შევაჯამებ და გამარჯვებული იქნება ის, ვისაც ყველაზე მეტი სწორი და/ან ყველაზე ახლოს მყოფი პასუხი ექნება. 🏆
🎁 ხოლო ხვალ, კვირას, ამ ლამაზ და გემრიელ ტორტს სწორედ მას გავუგზავნი!
აბა, ვნახოთ… ვინ მიცნობს ყველაზე კარგად? 😏❤️
ხვალ გემრიელი და ლამაზი კვირა დღე ჩემზე იყოს! 🎂✨