გუნდა • Gunda

გუნდა • Gunda ჩვენ ვაცხობთ ხაჭაპურს

გუნდა - არტიზანული სახაჭაპურე

ჯერ კიდევ 2017 წელს, ხაჭაპურის განსაკუთრებულობის იდეით შეპყრობილებმა, ჩვენს მეგობარ “საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან” ერთად, ხაჭაპურის ფესვებთან დაბრუნება და ამ უძველესი კერძის ირგვლივ საფუძვლიანი კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ.
კვლევამ ორ წელს გასტანა და შედეგად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 47 განსხვავებული სახეობისა და ფორმის ხაჭაპური იქნა აღრიცხული, რომ

ელთაგან თითოეული უნიკალური რეგიონული თავისუბურებითა და მასთან დაკავშირებული მომზადების რიტუალით ხასიათდება.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოში პირველი არტიზანული სახაჭაპურის გახსნის იდეა დაიბადა. ჩვენი სახაჭაპურის ფილოსოფია, მხოლოდ ენდემური ხორბლის ჯიშებისა და ყველის სახეობების გამოყენებით, უნიკალური ქართული რეცეპტებითა და ცხობის ტრადიციის ერთიანობით, ხაჭაპური გამოცხობას გულისხმობს. და, ამავდროულად, ცხობის პროცესში, ყოველ ეტაპზე, ნიადაგიდან - სუფრასთან მიტანამდე, მდგრად გასტრონომიულ მიდგომებს ემყარება.

“გუნდას” გუნდი ამაყია იმით, რომ ჩვენი თანამონაწილეობით, “ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში”, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი.

გულწრფელად გვჯერა, რომ ამ მარტივ, მაგრამ გენიალურ კერძს, რომელიც თითოეული ქართველის იდენტობის ნაწილია, აქვს პოტენციალი, იცნობდნენ და აფასებდნენ მთელ მსოფლიოში. “გუნდას” გუნდის ძალისხმევა და ღირებულებებიც, რომელზეც ბრენდი დგას, მუდამ ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.

Address

Sulkhan Saba Square
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გუნდა • Gunda posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გუნდა • Gunda:

Shortcuts

Share

Category