მამას პური • Mama's Puri

მამას პური • Mama's Puri არტიზანული პურის საცხობი

💯ქართული ცეხვილი ჭვავის პური🇬🇪

გადმოდი მამას ნამდვილ ჭვავის პურზე❤️ https://ebazaar.ge/

👉 მოიკითხე მამას პური:
📍 აგრო სახლი - მის: ფალიაშვილის # 11ა,
აგრო მარკეტი - მის: ცაგარელის #100
Goodwill • გუდვილი - დიდი დიღომი - ფარნავაზ მეფის #34 გუდვილი საბურთალო - პეტრე ქავთარაძის #1 გუდვილი გალერია - რუსთაველის 2/4 გუდვილი ვაკე - ი. ჭავჭავაძის გამზ #34.
გუდვილი გურმე - უნივერსიტეტის ქუჩა #2, დოლიძის ქუჩა #46.

🍞 ჩვენი პურის ონლაინ შეკვეთა უკვე შეგიძლიათ!შეუკვეთეთ წინასწარ და მიიღეთ ჩვენი პურის სრული ასორტიმენტი პირდაპირ საცხობიდ...
29/08/2026

🍞 ჩვენი პურის ონლაინ შეკვეთა უკვე შეგიძლიათ!

შეუკვეთეთ წინასწარ და მიიღეთ ჩვენი პურის სრული ასორტიმენტი პირდაპირ საცხობიდან სახლში🌾

ჩვენი ასორტიმენტი:

🌾 100% ჭვავის პური - 7.50₾ / 500 გ
🌻 ჭვავი მზესუმზირით - 8.00₾ / 500 გ
🎃 ჭვავი გოგრის თესლით - 8.50₾ / 500 გ

🌾 100% სრულმარცვლოვანი წითელი დოლი - 7.50₾ / 500 გ
🌻 წითელი დოლი მზესუმზირით - 8.00₾ / 500 გ
🎃 წითელი დოლი გოგრის თესლით - 8.50₾ / 500 გ

🤎 ბუნებრივ დედოზე მომზადებული
🤎 100% სრულმარცვლოვანი ფქვილით
🤎 ნელი ფერმენტაციით

🚗 მიტანა თბილისში - სამშაბათსა და პარასკევს

1-3 პური - მიტანა 6₾
4 პური - მიტანა 3₾
✨ 5 პურიდან მიტანა უფასოა

📩 შეკვეთისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და მიუთითეთ სასურველი სახეობა, რაოდენობა და საკონტაქტო ნომერი.
შეუკვეთეთ დღესვე❤️

22/08/2026

ქართველი ფერმერის ჭვავის ყანა... აქედან მოდის ჩვენი მარცვალი ✨ მადლობა ბატონო სოსო 🌾

21/08/2026
🌾 "ჭვავის ეფექტი" — საინტერესო აღმოჩენა ფინური კვლევებიდან.ფინეთში ჭვავი უბრალოდ მარცვლეული არ არის — ის ქვეყნის კვების ...
17/08/2026

🌾 "ჭვავის ეფექტი" — საინტერესო აღმოჩენა ფინური კვლევებიდან.

ფინეთში ჭვავი უბრალოდ მარცვლეული არ არის — ის ქვეყნის კვების კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ათასობით წელია გამოიყენება. სწორედ ფინეთში ჭვავის გავლენის კვლევისას მეცნიერებმა განსაკუთრებული ფენომენი აღწერეს, რომელსაც „ჭვავის ეფექტი“ — Rye Factor ეწოდა.

რას ნიშნავს „ჭვავის ეფექტი“?

ჯანმრთელ ადამიანებზე ჩატარებულ ერთ-ერთ კლასიკურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ ჭვავის პურის მიღების შემდეგ ინსულინის პასუხი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ხორბლის პურის მიღების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში გლუკოზის პასუხში მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა. სწორედ ამ საინტერესო შეუსაბამობას — შედარებით დაბალ ინსულინის პასუხს მსგავსი გლუკოზის პასუხის ფონზე — უწოდეს „ჭვავის ეფექტი“.

შემდგომ წლებში ფინეთსა და სხვა სკანდინავიურ ქვეყნებში ჭვავის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეფექტში მონაწილეობს არა მხოლოდ ბოჭკოვანი ნივთიერებების რაოდენობა, არამედ ჭვავის მარცვლისა და პურის სტრუქტურა, ნაწილაკების ზომა, სიბლანტე და გლუკოზის ნაწლავიდან შეწოვის სიჩქარეც. თუმცა ზუსტი მექანიზმი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.

ფინეთის უნივერსიტეტში ასევე იკვლევენ ჭვავის ბიოაქტიურ ნაერთებს, ფერმენტაციისას წარმოქმნილ ნივთიერებებსა და ნაწლავის მიკრობიოსთან მათ ურთიერთქმედებას. უნივერსიტეტიც სწორედ „Rye Factor“-ად მოიხსენიებს ჭვავის შედარებით დაბალი ინსულინური პასუხის ფენომენს.

🌾 ჩვენი 100% მთლიანმარცვლოვანი ჭვავის პური მზადდება ბუნებრივ მჟავე ცომზე და ხანგრძლივი ფერმენტაციით — ჭვავის მთელი მარცვლის შენარჩუნებით.

#მთელიმარცვალი. #ბუნებრივიფერმენტაცია. #ნამდვილიჭვავი.

🌾 ხვალიდან ჩვენი ჭვავის პური ისევ ბრუნდება.ბოლო სამი კვირის განმავლობაში ის არ გხვდებოდათ ჩვენი პარტნიორი მაღაზიის თაროე...
30/07/2026

🌾 ხვალიდან ჩვენი ჭვავის პური ისევ ბრუნდება.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ის არ გხვდებოდათ ჩვენი პარტნიორი მაღაზიის თაროებზე, რადგან წლევანდელი ჭვავის მოსავალი ამინდების გამო ჩვეულებრივზე გვიან მოვიდა.

ჩვენთვის წარმოების დროებით შეჩერება აუცილებელი იყო. არ გვინდოდა კომპრომისი ნედლეულში, რადგან გვჯერა, რომ კარგი პური სწორედ კარგი, ქართული მარცვლით იწყება.🇬🇪

ხვალიდან ჩვენი 100% ჭვავის მჟავე ცომზე დამზადებული პური ისევ დაგხვდებათ მაღაზიებში — უკვე განახლებული ფორმით.

გმადლობთ, რომ გველოდებოდით. თითოეული თქვენი კითხვა — „როდის დაბრუნდება?“ — კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა თქვენი ყოველდღიური პურის გამოცხობა. 🤎

ძვირფასო მომხმარებლებო,წელს ქართული, ადგილობრივი ჭვავის მოსავალი ოდნავ დაგვიანდა 🌾 ამის გამო ხარისხიანი ჭვავის ფქვილის მ...
10/07/2026

ძვირფასო მომხმარებლებო,
წელს ქართული, ადგილობრივი ჭვავის მოსავალი ოდნავ დაგვიანდა 🌾
ამის გამო ხარისხიანი ჭვავის ფქვილის მიწოდება დროებით შეგვეზღუდა.
ჩვენი პური მზადდება ნამდვილი ადგილობრივი ჭვავის ფქვილით, მჟავე ცომზე და კონსერვანტების გარეშე. ამიტომ არ გვინდა შემთხვევითი ფქვილით შევცვალოთ ის გემო და ხარისხი, რომელსაც თქვენ ჩვენგან ელით.
ამ მიზეზით, ჭვავის პურის ცხობას დროებით, დაახლოებით 10 დღით, შევ აჩერებთ.
✅ ამ პერიოდში საცდელი რაოდენობით შემოგთავაზებთ ჩვენს ახალ პურს — წითელ დოლს, ძველი ქართული ხორბლის მთელმარცვლოვან ცეხვილ პურს , რომელიც ასევე მხოლოდ დედაზე (თბე) მზადდება. 🍞
✅ შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ შეკვეთით და ადგილზე მიტანით, შეზღუდული რაოდენობით.
🤍
ჭვავი მალე დაბრუნდება — როგორც კი ახალი მარცვალი მზად იქნება.
მადლობა ნდობისთვის და მოთმინებისთვის ✨

Address

თავდადებულის 2
Tbilisi
3101

Telephone

+995593233452

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მამას პური • Mama's Puri posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category