24/12/2023
გარკვეული დროის შემდეგ ყველა ვუსვამთ ჩვენ თავებს კითხვას,ეს მართლაც ისაა,რაც გულით მინდოდა თუ უბრალოდ გატაცება იყო,,??? მერე თავში ათასი აზრი და ფიქრი ირევა სახელად: შიში, სიფრთხილე,
გამოცდილებაც,მოთმინებაც რომ დავარქვი სახელად და შემდეგ ისევ დაჟინებით მეკითხება შინაგანი ხმა,ეს გზა ნამდვილად ის გზა იყო სინათლის სხივად,რომ ჩანდა შენს შორეულ ფიქრებში??!
და მახსენდება ყველა სირთულე,
დაბრკოლება, იმედგაცრუებაც და ზღვა ემოციების დღეებიც,თავიდან ,რომ ვიბადებოდი და ვგრძნობდი,ეს ემოცია უბრალოდ მოსული "აჟიტირება" კი არა ყველა იმ შრომის და განვლილი ეტაპების უკუკავშირი იყო თქვენგან,მე რომ ძალას მატებდა და ერთი ასად მავსებდა 🩷.
სულ რამდენიმე დღე დარჩა 2024 ის დადგომამდე და ისევ ჩაციებით მებრძვის შინაგანი ხმა,აქ გინდოდა ყოფნა,,,?და სად ხარ ახლა,ან სად გინდა,რომ იყო ამ გზაზე,,? და ზუსტად ამ დროს მახსენდება ის ემოციები ნუცის სულს,რომ უფორიაქებდა,შიშის ემოცია რომ ვუწოდე,რომ მეგონა ვერ გაივივლიდი, მაგრამ ხომ გავიარე,ხომ მოვედი დღემდე თქვენთან ერთად და თქვენი თანადგომით🩷🩷🩷
და მაშ რა ხდება ნუცი,,,??? ისევ შიში...? ალბათ შიშიც მაგრამ შიშზე უფრო ძლიერი, სიფრთხილის ემოციით ვხვდები ახალ 2024ს, ძველი გამოცდილებებით და ისევ ახალი ცოტა შორს,რომ ჩანს ოცნებებით,,,, (ოცნება თუ შორეული რთულად მისაღწევი არ არის ოცნება ხომ არ ერქმეოდა სახელად) 😊🩷
და გეტყვით გულწრფელად,ცხოვრება შიშზე უფრო მეტი გრძნობა ყოფილა,გამოიწვიო და თვალებში ჩახედო მას ❣️
#ჩაიფიქრეთ
#ჩაიფიქრეთდიდურიოცნებებიბავშვურიგულწრფელობითდასიანცითდაგჯეროდეთმცდელობასმართლაცექნებაშედეგი💫💜
სიყვარულით თქვენი ნუცი 💟