Lella’s kitchen story

Lella’s kitchen story 🥗საუკეთესო გემოების მიღება შენი მომზადებული კერძითაა შესაძლებელი❤️
🔪სამზარეულოს ამბები
📚ვისწავლოთ ერთად კულინარია
Brand collaborations partnerships
(3)

23/04/2026

იდეალური ბლინების ცომი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი♥️♥️
#ბლინებისრეცეპტი #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი #მარტივირეცეპტები #მზარეული

22/04/2026

გემრიელი კომბოსტოს და სტაფილოს მარინადი მარტივად♥️♥️
#კომბოსტოსმარინადი #კომბოსტოსმწნილი #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი #მზარეული #მარტივირეცეპტები #მარტივირეცეპტებისბლოგი

რამდენი სახეობა კრემი არსებობს თქვენი აზრით კონდიტერიაში?      გაგიკვირდებათ და 20-ზე მეტი კრემის რეცეპტია ჩემს ონლაინ წ...
22/04/2026

რამდენი სახეობა კრემი არსებობს თქვენი აზრით კონდიტერიაში?

გაგიკვირდებათ და 20-ზე მეტი კრემის რეცეპტია ჩემს ონლაინ წიგნში:

კრემები პასტიჩერას( საბაზისო)
კრემები ნაღების(პასტიჩერას ბაზა)
კრემები განაშის(შოკოლადის ბაზა)
კრემები ხილის (პასტიჩერას ბაზა)
თხილის კრემები
გამოსაცხობი კრემები
კარაქის კრემები
მერენგას კრემები

თითოეულ ბაზაზე რამოდენიმე სხვადასხვა სახეობები და გემოებია,ტექნიკური მხარე და შეცდომების გამოსწორების გზებით.

სულ რაღაც 49 ლარად ეს ყველაფერი ერთ ონლაინ წიგნში,სრულად აღჭურვილი საკონდიტრო.

წიგნი აწყობილია საინტერესო ფოტოებით,ძალიან მარტივად იხსნება ტელეფონებშიც,შეგეძლებათ ჩამოტვირთვაც და ამობეჭდვაც.

#ონლაინწიგნი #საკონდიტროწიგნი #კონდიტერია #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი

ხალხი შეცდომაში შემყავს თურმე,სრულად კონდიტერიას ონლაინ წიგნის მეშვეობით როგორ ვისწავლითო მომწერეს გამომცდელებმა,ამიტომ ...
22/04/2026

ხალხი შეცდომაში შემყავს თურმე,სრულად კონდიტერიას ონლაინ წიგნის მეშვეობით როგორ ვისწავლითო მომწერეს გამომცდელებმა,ამიტომ ავდექი და რეცეპტების წიგნი ვუწოდე თუმცა…

ვინც შეიძინეს სწორედ მათ შემმატეს გამბედაობა,რომ თურმე შესაძლებელია ჩემი წიგნით სრული კონდიტერიის შესწავლა,

დიახ…სწორედ მათთვისაა წიგნი ვისაც სურს სრულიად კონდიტერიის შესწავლა და დასაქმება,და არა მათთვის ვისაც სახლისთვის სურს დესერტების მომზადება. რადგან…

ჩემს წიგნში არ არის შაბლონური,დაკოპირებული მშრალი რეცეპტები.

ჩემს წიგნში არის ყველა საკონდიტრო პროდუქტის და პროცესის ლიტერატურა-ფიზიკა.

არის უამრავი სხვადასხვა ბისკვიტების რეცეპტები.

არუს ტექნიკური მასალა დესერტების აწყობის როგორც თანმიმდევრობით ასევე გემოებით.

არის კრემების როგორც პროცენტულობა ასევე შეცდომების გამოსწორების გზები.

სწორედ ამიტომ,პოსტს ვურთავ მხოლოდ რეალურ ფოტოებს ყოველგვარი დამუშავების გარეშე.

მხოლოდ აპრილის თვის ბოლომდე წიგნის ღირებულება იქნება 59 ლარი.

შესაძლებელუა წიგნის ნაწილ-ნაწილ,რეცეპტებად დაყოფაც.

#რეცეპტებისწიგნი #საკონდიტროწიგნი #ისწავლეკონდიტერია #ლელასრეცეპტები #კონდიტერია #ფუდბლოგერი

გადარჩენისთვის დაარსებული ბლოგის 2 წელში გავლილი გზა საკონდიტრო კურსებამდე,(ფოტოები ასახავს ამ 2 წელს)😍       Lella’s ki...
19/04/2026

გადარჩენისთვის დაარსებული ბლოგის 2 წელში გავლილი გზა საკონდიტრო კურსებამდე,(ფოტოები ასახავს ამ 2 წელს)😍

Lella’s kitchen story 2 წლის გახდა♥️

ის გზა რაც გავიარე,მძიმე დეპრესიის და კუჭნაწლავის დაავადებების ფონზე ბლოგის გახსნა დავისახე მიზნად,(იმისთვის რომ კერძები გადასაღებად უნდა მომემზადებინა),ეს ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.

მიჭირდა კამერების წინ გამოჩენა,მიჭირდა ჰეითერებთან გამკლავება,ხშირად კერძებიც ტირილით მომიმზადებია,(იმიტომ რომ ახლოს არავინ მყავდა ვინც ამ კერძებს დააგემოვნებდა) და გავდიოდი ქუჩაში,ვეძებდი მშიერ მოხუცებს და ვუმასპინძლდებოდი.

ვერ შევეგუე სოცქსელების პოლიტიკას,შემოსავლად ვერ გარდავქმენი (სპონსორები ვერ მოვიზიდე) თუმცა პროფესიონალი კონდიტერი გავხდი და ახლა უკვე ჩემი საკონდიტრო წიგნით უამრავი ქალბატონი სწავლობს კონდიტერიას.სწორედ ამ ბლოგის და იმ გამომწერების დამსახურებით ვინც ამ 2 წლის მანძილზე მაძლევდნენ სტიმულს და ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის.

საყვარელი საქმის კეთება არასდროს მომბეზრდება და იმედი მაქვს რომ მომავალი 2 წელი კიდევ გაგიზიარებთ უამრავ რეცეპტებს და სიახლეებს.

მადლობა რომ ჩემთან ხართ,მადლობა ჰეითერებსაც (ცუდი კომენტარების დამწერებს)თქვენ რომ არა ვერ დავინახავდი რეალობას.♥️♥️
#ჰეითერები #ფუდბლოგერი









#ჰეითერები #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი #ისწავლეკონდიტერია #მზარეული #გამომწერები

19/04/2026

მოხარშული კვერცხის მარტივად მომზადებული ფენოვანი ღვეზელები ♥️♥️ #ღვეზელები #ფენოვანიცომი #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი #მოხარშულიკვერცხი #მზარეული

16/04/2026

ცეხვილის პურის რეცეპტი,ჯანსაღი ბაგეტები♥️
#ცეხვილისპური #ცეხვილისბაგეტები #ლელასრეცეპტები #კონდიტერი #ფუდბლოგერი

ქრისტე აღდგა! ✨  აღდგომა მხოლოდ დღე-სასწაული არ არის,ის სულიერი გამარჯვება,სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, სინათლის სიბნ...
12/04/2026

ქრისტე აღდგა! ✨

აღდგომა მხოლოდ დღე-სასწაული არ არის,ის სულიერი გამარჯვება,სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, სინათლის სიბნელეზე, სიყვარულის სიძულვილზე.

სწორედ ეს დღე მიგვანიშნებს, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს გზა, ყოველთვის არსებობს აღდგომა — აღდგენა, განახლება, ახალი დასაწყისი.

მინდა რომ ამ დღის რწმენით ვეცადოთ რომ,გული მშვიდობით შევივსოთ
ვაპატიოთ ერთმანეთს გულწრფელად
და დავუბრუნდეთ რწმენას და სიყვარულს

ნამდვილი აღდგომა მაშინ დგება, როცა ჩვენი გულიც აღდგება — სიბრაზისგან, ტკივილისგან და უიმედობისგან.

გისურვებთ მადლით, სითბოთი და სიყვარულით სავსე აღდგომის დღესასწაულს
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები.

ქრისტე აღდგა! 🙏
#აღდგომა2026 #ქრისტეაღდგა #ქრისტიანულიერთობის1700წელი #დღესასწაული

08/04/2026

ცოტა იუმორი,ცოტა სიცილი და ბევრი საქმე.
ჩაშლილი კადრების სერია😂
კონდიტერიის შესწავლა სახლიდან გაუსვლელად უკვე შეგიძლიათ 59 ლარად,40%ფასდაკლებით მხოლოდ 3 დღით♥️
#კონდიტერია #კონდიტერიასიყვარულით #კონდიტერიისკურსები #ონლაინწიგნი #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი

06/04/2026

სენვიჩის პური სასწაული ცომით♥️
ცომის რეცეპტი და ტექნიკა წინა ვიდეოში უნდა ნახოთ🥰 #ცომისრეცეპტი #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი #მზარეული #სენვიჩი #კონდიტერი

ჩემი დიდი გულისტკივილი მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემო გამომწერებო წინა პოსტთან დაკავშირებით,♥️  წინასწარ გილოცავთ დამდეგ ბზობ...
04/04/2026

ჩემი დიდი გულისტკივილი მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემო გამომწერებო წინა პოსტთან დაკავშირებით,♥️

წინასწარ გილოცავთ დამდეგ ბზობას,მრავალს დაესწარით ყველა♥️

იცით რომ ჩემი ბლოგის კონტენტი ძირითადად ცომეულზეა აგებილი,ისიც იცით რომ უამრავი ახალია ცომი მაქვს გაზიარებული თქვენთვის პირველად,ისიც იცით რომ რამდენიმე კურსი მაქვს გავლილი საკონდიტროს ხაზით იტალიაში,ვარ ცომის ტექნიკი.

ცომის ფიზიკა,ფქვილის ხარისხიდან დაწყებული,ყველა ეტაპი და ფაზა მაქვს შესწავლილი,როდის რა ქიმიას გადის ცომი.

ხედავთ და ყიდულობთ ჩემს წიგნს რომელიც ძირითადად ფრანგულ და იტალიურ ცომეულზეა აგებული,და ქმონდა იმის კომპეტენტურობა რომ სწორად გადმომეცა ფაქტი თუმცა როგორც კი სხვას ირიბად შევეხე,(თუმცა რეალურად არავის შევხებივარ)მაშინვე გადამიარეთ და შეურაცხყოფებიც არ დაინანეთ.

განვმარტავ კიდევ ერთხელ რომ,ცომი რომელიც ფერმენტაციის ფაზაშია,ანუ ფუვდება,შიგნით გროვდება გაზი და ჰაერი,რის გამოც წყალში იწყებს მაღლა ამოსვლას,სულ უბრალო პურის ცომიც რომ ჩადოთ წყალში ისიც ამოტივტივდება.

ახლა იმას განგიმარტავთ რომ არანაირ ინტერესში არ მაქვს ვინმეს შეხება ან გაკრიტიკება,არც კი მჭირდება,ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 5000 გამომწერი მეყოლება და 50 000,ამ წინა პოსტითაც ისევე მინდოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება როგორც მთლიანად ჩემი ბლოგით და რაც ასე მოგწონთ ყველას.

ბოდიშის მოხდა არასოდეს არ მიძნელდება მაგრამ ვის მოვუხადო როცა კონკრეტულად არავის შევხებივარ,მხოლოდ ჩემს გამომწერებს ბოდიში,თუ სხვა ფორმით დავაფიქსირე ჩემი ცოდნა ან უბრალოდ თქვენ გაიგეთ სხვა ფორმით თუმცა ერთეულ კატეგორიას მიზეზი არ ჭირდებათ რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ,თუ სულ სარგებელს მიიღებთ და სულ თქვენი მოსაწონი იქნება ყველაფერი კმაყოფლები ხართ,თუ ერთი გადაუცდა ადამიანს მორჩა,თვალებზე ბინდი გეკვრებათ.♥️♥️

#ფუდბლოგერი #ლელასრეცეპტები #კონდიტერი #ლელასწიგნი #მზარეული

გინდა გაიგოთ როგორ უნდა გაიმარტივოთ წინა სააღდგომო სადღესასწაულო მზადების პროცესი?🥰    რადგან ახლა წინა სააღდგომო პერიოდ...
03/04/2026

გინდა გაიგოთ როგორ უნდა გაიმარტივოთ წინა სააღდგომო სადღესასწაულო მზადების პროცესი?🥰

რადგან ახლა წინა სააღდგომო პერიოდია და ქალბატონების უმეტესობა დესერტების მზადების ორგანიზებითაა დაკავებული ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ონლაინ წიგნზე გავაკეთო ფასდაკლება მხოლოდ 1 კვირით.

50-ზე მეტი დესერტის რეცეპტი,ტკბილი ცომეულის სხვადასხვა რეცეპტები და ტექნიკა,პრემიუმ და ბიუჯეტური სახის კრემები,კიდევ უამრავი ახალი და განსხვავებული დესერტები მხოლოდ 59 ლარად 99 ლარის ნაცვლად,3 თვიანი უფასო ონლაინ კონსულტაცია ყველა წარმოშობილ კითხვაზე თუ პრობლემაზე.

ისწავლე პროფესია პროფესიონალურ დონეზე სახლიდან გაუსვლელად რომელიც შენი მომავლის შეცვლას შეძლებს,და ყიველთვის დაკავებული იქნები იმ საქმით რომელიც გსიამოვნებს.♥️♥️ #კონდიტერიასიყვარულით #კონდიტერია #საკონდიტრო #პროფესია #ონლაინწიგნი #ლელასრეცეპტები #ფუდბლოგერი

Address

საქართველო
Rustavi
3700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lella’s kitchen story posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category