06/07/2026
ძვირფასო მომხმარებლებო,
დღეს გვიწევს თქვენთვის ძალიან ემოციური ამბის გაზიარება…
საკონდიტრო „ფენა“ ასრულებს თავის საქმიანობას.
ძალიან რთულია იმ ადგილის დატოვება, რომელსაც წლების განმავლობაში სიყვარულით, შრომითა და დიდი იმედებით ქმნიდი. ყოველი ტორტი, ყოველი ნამცხვარი და ყოველი შეკვეთა მხოლოდ პროდუქტი არასოდეს ყოფილა — თითოეულში ჩვენი დრო, ენერგია და გული იდო.
თქვენთან ერთად გავიზიარეთ უამრავი ბედნიერი დღე, ოჯახური დღესასწაული, დაბადების დღე, ქორწილი და სხვა მნიშვნელოვანი მომენტი. ბედნიერება იყო, რომ ამ მოგონებების პატარა ნაწილი ჩვენც გავხდით.
გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის, ერთგულებისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ამ დროის განმავლობაში გვიზიარებდით. თქვენი თითოეული შეკვეთა, თბილი სიტყვა და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მართალია, „ფენას“ კარი დღეს იხურება, მაგრამ თქვენი სიყვარული და ერთად შექმნილი მოგონებები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება.
მადლობა, რომ ჩვენი ისტორიის ნაწილი იყავით.
სიყვარულით საკონდიტრო „ფენა“ ❤️