01/07/2026
„ჯი ემ თი ჰოსფითალითი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახა გველესიანის გარდაცვალების გამო.
კახას სახელს უკავშირდება თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები - „თბილისი მარიოტი”, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი, „ექსპო ჯორჯია”, „Tbilisi Art Fair”, „ქორთიარდ მარიოტი” და „მოქსი მარიოტი”. ეს არ იყო მხოლოდ პროექტები - ეს იყო მისი ხედვისა და ენერგიის ნაყოფი.
კახა იშვიათი ერუდიციისა და კულტურის ადამიანი იყო, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის განსაკუთრებულ კვალს ტოვებდა. მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია მისი ოჯახის, მეგობრებისა და ჩვენი გუნდისთვის.
„ჯი ემ თი ჰოსფითალითი” გულითადად უსამძიმრებს კახას ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.