07/04/2026
,,პანატონეს ისტორია”
პანატონე მოდის Milan-დან 🇮🇹ლეგენდის მიხედვით ერთმა ახალგაზრდა მცხობელმა სახელად ტონიმ შექმნა ეს ტკბილი პური შობის დღესასწაულისთვის სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც “Pane di Toni” რაც ნიშნავს(ტონის პურს)
დღეს პანატონე დღესასწაულების მთავარი სიმბოლოა იტალიაში ✨
მისი ტექსტურა ჩირეულითა და შოკოლადით მდიდარი შიგთავსი ყველა იტალიელისთვის საყვარელი გემოა❤️ტურისტულმა
მიმოსვლამ განაპირობა მისი ცნობადობა სხვა ქვეყნებშიც მათ შორის საქართველოშიც🇬🇪
🍞 პანატონე – რეცეპტი
ინგრედიენტები:
ფქვილი - 850გრ.
რძე - 400 მლ 🥛
შაქარი - 250გრ.
კვერცხის გული - 5ც 🥚
კარაქი – 250გრ 82%🧈
მშრალი საფუარი - 1ს/კ
ქიშმიში - 300გრ🍇
ფორთოხლი - 1ც.🍊
ლიმონი - 1ც.🍋
კონიაკი - 2ს/კ.
თაფლი - 1ს/კ/
ვანილი
მწ. მარილი
შოკოლადი თუ შოკოლადის პანატონე გსურთ
👩🍳 მომზადება:
ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი, დავაყოვნოთ 1 საათით და კარგად გავაშროთ.
ფორთოხლის და ლიმონის ცედრას დავუმატოთ 1ს/კ თაფლი, 2ს/კ კონიაკი და ვანილი. ამოვურიოთ და დავაყოვნოთ.
მოვამზადოთ ცომის ხაში(აპარა): 150 მლ. თბილ რძეში დავამატოთ 1 ს/კ საფუარი, 50გრ. შაქარი და 150 გრ. ფქვილი. დავაყოვნოთ 15-20 წუთით.(ამით ვამოწმებთ საფუარის ვარგისიანობასაც)
დარჩენილ ფქვილს (700გრ) დავუმატოთ რძე (250მლ), მწიკვი მარილი და დავიწყოთ მოზელვა. ზელვის პროცესში ვუმატებთ კვერცხის გულებს სათითაოდ. (ვთქვიფოთ 10-12 წთ). ამის შემდეგ ვუმატებთ აფუებულ აპარას, შემდეგ კი მზა ესენციას,სულ ბოლოს შევაზილოთ 200გრ. რბილი კარაქი. ვზელთ 15-20 წთ რათა ცომი გახდეს რბილი და ელასტიური,
გადავიტანოთ ჯამში, გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და დავაყოვნოთ 2-3სთ ვიდრე ცომი არ გაორმაგდება.
როდესაც ცომი ამოვა, ისევ ვზელთ ხელით 10წთ გადავიტანოთ ისევ ჯამში, გადავაფაროთ და დავაყოვნოთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში.
მეორე დღეს, ამოფუებულ ცომს დავუმატოთ ქიშმიში(შოკოლადი ან ნუში)მოვათავსოთ ფორმებში და დავაყოვნოთ კიდევ 2-3სთ ცომი ისევ გაორმაგდება.პასკის გუმბათს ბასრი დანით გავუკეთოთ ჯვრის ფორმა შეგვიძლია მოვაყაროთ ნუში.
გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში 160-170Cზე მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
გამომცხვარ
გაგრილებულ პანეტონეს სურვილისამებრ მოაყარეთ პუდრა🍞