21/05/2026
🌾🍞 ბუნებრივი საფუარით პურის ცხობა თერაპიული პროცესია. დრო კი სჭირდება, თუმცა შედეგი სიხარულს მოგანიჭებთ.
ახლა კი საქმეზე გადავიდეთ 🤗
დაგჭირდებათ
✅️ 800 გრ. პურსაცხობი ფქვილი
✅️ 200 გრ. ცეხვილი ფქვილი
✅️ 230 გრ. ბუნებრივი საფუარი
(გამოკვებილი გამოყენებამდე რამდენიმე საათით ადრე )
✅️ წყალი 650 მლ.
✅️ მარილი 20 გრ.
#პური თასში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი, შუაგულში ჩაასხით წყალი და ბუნებრივი საფუარი(ხაში). დაიწყეთ თხევადი მასის კარგად მორევით, რომ საფუარი წყალში გაიხსნას და თანდათან ფქვილიც შეურიეთ.
ინგრედიენტების გაერთანების შემდეგ მოზილეთ ცომი და დააყოვნეთ ერთი საათით, რომ გლუტენის ბადე განვითარდეს.
შემდეგ დაიწყეთ ცომის გადაკეცვა, მგონი, ქართულად სიტყვა შეკეცვა უფრო მიესადაგება.🧐 სულ 4-ჯერ შეკეცეთ.
✨️ გასათვალისწინებელი დეტალი- შეკეცვისას პატარა თასით გედგათ წყალი ხელების დასასველებლად, ასე ცომის ხელზე მიკრობას აირიდებთ თავიდან.
✨️ დავაზუსტებ - ცომს პირველად კეცავთ მოზელვიდან ერთ საათში, შემდეგ კი - 20-30 წუთის ინტერვალით. ბოლო 2 შეკეცვისას ხელით შეხებისას უნდა იგრძნოთ, რომ ცომმა მოცულობაში მოიმატა, უფრო ფაფუკი გახდა და თასის კიდეებსაც მარტივად სცილდება.
ბოლო შეკეცვიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დახლზე/მაგიდაზე. გაყავით 2 ნაწილად და მოაგუნდავეთ. გუნდები დაასვენეთ 10 წუთით, რომ ფინალური ფორმირება გაგიმარტივდეთ.
ამასობაში მოამზადეთ რაიმე შესაბამისი ზომის 2 კალათი, ან თასი, ან ყალიბი და ამოუფინეთ ჩაის ტილო ფორმირებული პურის ცომის მოსათავსებლად.
📸პროცესის გაგრძელებას მეორე ნაწილში ნახავთ. #ბუნებრივისაფუარი #ცომისმოზელვა