03/02/2026
ოსურ-ქართული მუსიკალური საღამო – კარინა ქუშათი❤️
🗓️22 თებ, 18:30
🎫ბილეთები აქ: https://biletebi.ge/concerts/osur-qartuli-sagamo
კარინა ქუშათი არის „საქართველოს ხმის“ კონკურსანტი, კულინარიული შოუს შეფების ლიგის“ ნახევარფინალისტი. ბესლანელი ოსი, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა, ისწავლა ქართული და დღეს აერთიანებს ბიზნესს, კულტურასა და შემოქმედებითობას. კარინა ავითარებს პროექტებს კულინარიულ სფეროში - ოსური ხაჭაპურების საცხობებს, ასევე ოსური ლუდის, და ამავდროულად მისდევს საკუთარ მუსიკალურ გზას.
22.02 18:30 კარინა გიწვევთ განსაკუთრებულ და პირადულ საღამოზე. პროგრამა მოიცავს ოსურ და ქართულ ხალხურ, პოპულარულ და კლასიკურ სიმღერებს. კარინა იმღერებს, დაუკრავს ოსურ აკორდეონსა და გიტარაზე და გაგვიზიარებს მუსიკას, ისტორიებსა და საკუთარ გრძნობებს.
შესვენების დროს სტუმრებს ელის ფურშეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება კარინას დედის მიერ გამომცხვარი ოსური ხაჭაპურები, რომელიც სპეციალურად ბესლანიდან ჩამოვიდა, და ავთენტური ოსური ლუდი.
ამ საღამოს სცენაზე კარინას ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები გამოვლენ: საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ქისიშვილი, კარინას და, კამილა ქუშათი, ახლო მეგობრები - ვოკალისტები და ინსტრუმენტალისტები ანასტასია ალანია, თამრიკო პიროგოვა, საორომი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ანსამბლი “ერისთაობა”-ს ხელმძღვანელი თემო ზანგურაშვილი და მისი თბილი, საყვარელი ოჯახი, ასევე ომეხი ჩხაპელია - კარინას მეგობარი, ნიჭიერი ბიზნესმენი და მუსიკოსი.
თქვენ გელოდებათ საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამა - ორი კულტურის მუსიკა, თბილი საუბარი, განსაკუთრებული ატმოსფერო, სადაც სტუმრები გახდებიან საღამოს მონაწილეები.
მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას. ეს იქნება საღამო, რომელსაც დიდი ხნით დაიმახსოვრებთ.