16/01/2023
მხარი დაუჭირე ქართულ საწარმოს და ქართულ ნაწარმს!
გაგაცნობთ ჩვენს საწარმოს: საკონდიტრო “კაბარინი” ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალა, სადგურის ქუჩა N6 გაიხსნა თიბისის ბანკის სტარტაპის პროგრამით მიღებული ფინანსებით.
საწარმო აღიჭურვა საჭირო დანადგარებით, მის ბაზაზე ჩატარდა საკონდიტრო კურსი ფონიჭალაში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის პირებისთვის, სპეციალური პროგრამა გაიარა 10 პირმა, რომელთაგან 4 პირი დასაქმდა
რატომ კაბარინი?
როდესაც დავიწყეთ „კაბარინის“ ბრენდიგზე ფიქრი, უკვე ვიცოდით, რომ ხილი ჩვენი პროდუქციის მთავარი კომპონენტი უნდა ყოფილიყო. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზეფირია, ასევე ვაწარმოებთ შოკოლადის „ბომბებს“, ხილის ჩირს შოკოლადში, თხილსა და ნუშს კარამელში, ზეფირის ტორტებს და ზეფირის თაიგულებს.
რაც შეეხება ბრენდის სახელს და ლოგოს ფერს... სახელი არის საწარმოს მფლობელთა სახელების ასოთა შეთანხმება, რომელიც ადვილად გამოითქმის ყველა ენაზე, ხოლო ფერი - გემოს, იდეისა და ვიზუალის სინთეზი.
რატომ უნდა ვიყოთ ქართულ ბაზარზე? რატომ უნდა იყიდოთ ჩვენი პროდუქტი? იმიტომ, რომ ის თავისუფალია მავნე კომპონენტებისგან. ვიყენებთ მხოლოდ ჯანსაღ ინგრედიენტებს. ჩვენი აზრით, ჯანსაღი პროდუქტები არა მარტო სასარგებლოა, არამედ აუცილებელია ნამდვილი გემოს მისაღებად.
გარდა ამისა, ჩვენი მიზანია პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ოჯახისთვის. ვეცდებით ამისთვის გავაკეთოთ მაქსიმუმი, მივაღწიოთ იმას, რომ ყველა ჯგუფის და ასაკის მომხმარებელი კმაყოფილი იყოს ჩვენი ფასებით და პროდუქტის ხარისხით. შევალთ არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ყველა ოჯახში, გავიჩენთ მრავალ ერთგულ მეგობარს და შევქმნით საკუთარი ისტორიას.
თქვენ, შესაძლოა, ეს არ იცოდით: ზეფირი არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ტკბილეული ძვლისა და კუნთის ქსოვილისთვის... და ის არ გაგასუქებთ.