რომას საფუტკრე/ bee's natural products from kvashta

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • რომას საფუტკრე/ bee's natural products from kvashta

რომას საფუტკრე/ bee's natural products from kvashta მეფუტკრეობა და ფუტკრის პროდუქტების წარმოება

09/09/2022

ცვილის ჩრჩილი ნაცრისფერი ღამის პეპლების სახეობა, რომლის მატლებიც საკვებად გამოიყენებენ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ცვილი.
ფუტკრის სკის ეს პარაზიტი პეპელა, ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ცვილის დაშლა და მონელება შეუძლია.
მეცნიერებმა ცვილის ჩრჩილის ეს თვისება გამოიყენეს ეფექტური პრეპარატების შესაქმნელად, რადგან ვირუსებისა და ბაქტერიების დამცავი გარსი თავისი თვისებებით არის ცვილის მსგავსი, რის გამოც ძალიან მდგრადია ქიმიური ზემოქმედების მიმართ.
ამიტომ, ფარმაცევტული პრეპარატები ვერ ახერხებენ მათ დაშლას. ხოლო ცვილის ჩრჩილის საკვების მომნელებელ ფერმენტებს - ლიპაზას და ცერაზას - შეუძლიათ ცვილი დაშალონ მარტივ ნივთიერებებად. დამცავი გარსის გარეშე დარჩენილ მიკრობსა და ბაქტერიას კი უკვე ნებისმიერი ანტიბიოტიკი ანადგურებს.
ცვილის ჩრჩილს უძველესი დროიდან იყენებდნენ, ჭლექით დაავადებულების სამკურნალოდ.

🍄 ქვეყნის გული.
21/08/2022

🍄 ქვეყნის გული.

21/08/2022

🍯ჯარა
Jara honey🍯

🐝ჭეო ანუ ფუტკრის პური (bee bread)🥖🐝 🐝სკაში შეტანილ ყვავილის მტვერს უჯრედში თავით ტკეპნის, შემდეგ დაასხავს თაფლს და აკონს...
16/08/2022

🐝ჭეო ანუ ფუტკრის პური (bee bread)🥖🐝
🐝სკაში შეტანილ ყვავილის მტვერს უჯრედში თავით ტკეპნის, შემდეგ დაასხავს თაფლს და აკონსერვებს😊რის გამოც მას ობი აღარ უჩნდება, ასეთ ყვავილის მტვერს უკვე ჭეო ჰქვია, იგი უკვე ფუტკრის ფერმენტით (ნერწყვით)😁დაშლილია და ადამიანისათვის ადვილი ასათვისებელია, რომელიც შეიცავს:
❗️ ნახშირწყლებს.
❗️ცხიმებს.
❗️ფერმენტებს.
❗️მინერალებს.
❗️მიკროელემენტებს.
❗️ვიტამინებს.

13/08/2022

🐗🍄შავფეხა ღორის სოკო🍄🐖
🐖🍄შხამიანი🍄🐗

08/08/2022

🌼 ყვავილის მტვრის შეგროვება🐝

🐝 ნაძვის ფისის შეგროვება დინდგელისათვის🐝
08/08/2022

🐝 ნაძვის ფისის შეგროვება დინდგელისათვის🐝

🐝დინდგელის 10%-30% სპირტხსნარის მომზადება🐝♦️საყინულეში ნამყოფ 10გრ-30გრ დინდგელს ვხეხავთ  და ვყრით ქილაში, ვასხამთ 100 მ...
06/08/2022

🐝დინდგელის 10%-30% სპირტხსნარის მომზადება🐝

♦️საყინულეში ნამყოფ 10გრ-30გრ დინდგელს ვხეხავთ და ვყრით ქილაში, ვასხამთ 100 მლ. 70%- იან სპირტს და ვდგამთ ბნელ ადგილას 2 კვირით.
დღეში 2-ჯერ ვანჯღრევთ ქილას🍯
⌛ ორი კვირის შემდეგ, ზემოდან მოყენებულ ხსნარს ამოვიღებთ შპრიცით და გადავიტანთ ბოთლში, ჰერმეტულად და დინდგელის 10%-30% სპირტხსნარი მზადაა.
🍼მიღების წესი🍼: სტანდარტული მიღების წესია, დღეში სამჯერ, ჭამამდე 20- 30წთ ადრე, 20წვეთი- 30მლ წყალში.
🐝ქიმიური შემადგენლობა: ბუნებრივი ანტიბიოტიკი.
♦️ სურნელოვანი არომატის მქონე.
♦️ დინდგელს 🐝🐝 🐝 გამოიმუშავებენ მცენარეების კვირტების წებოვანი წარმონაქმნიდან, წიწვოვნების ფისიდან, აგრეთვე ბალახეული მცენარეულობებიდან.
🐝 წებოვან ნივთიერებას ფუტკრები გადაიტანენ ფეხგუნდის სახით და სკაში გადაამუშავებენ. ის შეიცავს 70%-მდე წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფ ფერომონებს, შეიცავს აგრეთვე - თიამინს B1, რიბოფლავინს B2, პირიდოქსინს B6, ნიკოტინამიდს PP, ვიტამინ E,A.C, სანთელს და სხვა.
♦️ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროპოლისი მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების (მათ შორის ტუბერკულოზის, სიფილისის, დიფტერიის და სხვა) წინააღმდეგ. იგი დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და მომაკვდინებლად მოქმედებს ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებზე.👹😈 მასთან არც ბაქტერიებს, არც ვირუსებს არ შეუძლიათ შეგუება. პროპოლისში შემავალი ამინომჟავები, ორგანული მჟავები, ანტიბიოტიკური ნივთიერებები, სხვადასხვა მინერალური მარილები, ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს პროპოლისი, უზრუნველყოფს მის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს.

04/08/2022

მუშა 🐝🐝🐝 ცვილს საცვილე ჯირკვლებიდან გამოყოფენ, ის არის თხევადი და ჰაერზე მოხვედრისას მყარდება, იქცევა თხელ ქერცლისებურ ფირფიტებად, რომელიც გამჭვირვალე და ძლიერ მსხვრევადია.
პლასტიკურების მისაცემად 🐝 წინა ფეხებით გადააქვს ყბებში, სადაც შეურევენ სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილ ფერომონს, არბილებენ და აშენებენ ექვსკუთხედის ფორმის უჯრებს, რომელსაც ფიჭა ქვია.
❓ რატომ აშენებს🐝 ექვსკუთხედის ფორმის უჯრას❓🤔
- დაზუსტებულია რომ ექვსკუთხედს ჭირდება ცოტა მასალა, ვიდრე სხვა ფორმას, რომლის მოცულობაც მეტია და უფრო მტკიცეა ვიდრე ⭕ ან ⬛
❓🔨🐝🐝🐝 ფიჭას რატომ აშენებენ🤔
ეს არის მათთვის საკვების, 🐝🐝 🥖🥖,ჭეოს, 🍯🍯თაფლის შესანახი ჭურჭელი და ბარტყების გამოსაზრდელი აკვანი.

🍄მარწყვიო🍓
02/08/2022

🍄მარწყვიო🍓

02/08/2022
20.07.2022  ჭეჭკეტა.არყა.
20/07/2022

20.07.2022
ჭეჭკეტა.
არყა.

Address

Kvashta Street 6 #9
Batumi
6100

Telephone

+995574226913

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რომას საფუტკრე/ bee's natural products from kvashta posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რომას საფუტკრე/ bee's natural products from kvashta:

Share