ნამცხვრის სახლი • Cake house

ნამცხვრის სახლი • Cake house გემრიელი ნამცხვრები რაჭაში���

21/03/2026

კიდევ ერთი მაგალითი თუ როგორ გრძნობს განსვენებული პატრიარქის სული ადამიანთა გულისნადებს და როგორ ეხმარება.
P. S. ზოგმა სტიხაროსანმა კი, თავი გაიფრთხილოს, რომ საპატიო მორიგეობა მადლის მაგივრად ცოდვად არ შეერაცხოს!..
* * *
,,დილის 5 საათზე მივედი პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და გამიხარდა, რომ სწორად გავთვალე დრო. ხალხი ცოტა იყო, პირველ რიგში დავდექი, მასთან ძალიან ახლოს. ჩემს წინ ერთი "მკაცრი" სტიქაროსანი იდგა, კუშტი გამომეტყველებით დირექტორობდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს. მის საწინააღმდეგო მხარეს კი "კეთილი" სტიქაროსანი მომლოცველებს ჯვრებს ართმევდა, პატრიარქს ხელზე ადებდა და უბრუნებდა ისევ პატრონებს. ამის შემხედვარე, ჩემს გვერდით მდგომ ქალბატონსაც გაუჩნდა სურვილი, თავისი ჯვარი შეხებოდა პატრიარქის წმინდა სხეულს და თხოვა ჩვენს წინ მდგარ "მკაცრ" სტიქაროსანს. მან ხისტად მიუგო- არ არის საჭირო( რა იცის მან, რა არის საჭირო და რა არა? )
ქალბატონმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა უჟმურიო და გააგრძელა ბორგვა. ვერ ისვენებს. რომ არ გაჩერდა, მივუბრუნდი და ჩურჩულით ვუთხარი, ქალბატონო, ჩვენი პატრიარქი იყო საოცრად მომთმენი ( ნებისმიერ ცილისწამებას მოთმინებით ხვდებოდა და პასუხს არასდროს უბრუნებდა ცილისმწამებელს), მოვითმინოთ ჩვენც და ნახავთ, რომ არ დაგვტოვებს უნუგეშოდ ჩვენი უწმინდესითქო. ეს ვთქვი თუ არა, ვხედავ, საწინააღმდეგო მხარეს მდგარი "კეთილი" სტიქაროსანი შურდულივით წამოვიდა ჩვენკენ, დატოვა თავისი პოსტი, მოვიდა, მხოლოდ ჩვენ ორს მოგვმართა, მომაწოდეთ თქვენი ჯვრებიო და პატრიარქს დაადო ხელზე ორივე ჯვარი კარგა ხანს. გაოცებაც ვერ მოვასწარი. ასე სწრაფად აგვისრულა სურვილი უწმინდესმა. მჯერა, რომ ძალიან მალე კიდევ ერთი წმინდანით გამდიდრდება ზეციური საქართველო და უდიდესი მეოხი გვეყოლება! ''
Khabeishvili

21/03/2026

🙏♥️

08/09/2025

Address

ბრატისლავას ქუჩა N20
Ambrolauri
0400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნამცხვრის სახლი • Cake house posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category